რეზონანსი
26.01.2021

ნაცმოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრაზე გაკეთებული შეფასების გამო, ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მისთვის გაუგებარია, რის გამო სთხოვენ ბოდიშს.

“ვერ გავიგე რისთვის მთხოვენ ბოდიშის მოხდას. აბრაამ ლინკოლნის სიტყვებისთვის თუ მთხოვენ ბოდიშის მოხდას, რომ ბრბოს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება არის ცუდი საზოგადოებისთვის, ამაზე ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ, რომ მართლაც ცუდია და იღებს ძალიან უსიამოვნო ფორმებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ საკუთარ თანაგუნდელებს – სალომე სამადაშვილსა და რომან გოცირიძეს მოუწოდა, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრაზე გაკეთებული შეფასებების გამო, მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადონ. მან აღნიშნა, რომ მხარდამჭერების უნამუსოებად, ლაჩრებად და ბრბოდ მოხსენიება კატეგორიულად მიუღებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )