რეზონანსი
26.01.2021

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, და­ვით ყა­ზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით,  სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ე.წ. ოქ­როს მოწ­მის, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით პირ­და­პირ და­დას­ტურ­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბულს აქვს პირ­და­პი­რი შემ­ხებ­ლო­ბა და მათ მი­ე­რაა ჩა­დე­ნი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა.

რო­გორც ყა­ზა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლე­ბი პირ­და­პირ ამ­ხი­ლა და მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

„გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, მისი, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი­სა და და­ნარ­ჩე­ნი პი­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა, მუ­ქა­რა და ასე­ვე მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა. ასე­ვე ისა­უბ­რა იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ კავ­შირ­შია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან. ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით პირ­და­პირ და­დას­ტურ­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბულს აქვს პირ­და­პი­რი შემ­ხებ­ლო­ბა და არის მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა. გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­ის თმით, რო­დე­საც გზა­ზე წა­მო­ვიდ­ნენ, ეს პი­რე­ბი, ანუ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მან­ქა­ნა­ში ეკი­თხე­ბოდ­ნენ ისე­ვე კარ­გად თუ იცო­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა ცურ­ვა, რო­გორც დარ­ბო­და? ყვე­ლა ეს კი­თხვა გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა და­უ­კავ­ში­რა პირ­და­პირ იმ ფაქტს, რომ ამ პი­რებ­მა იცოდ­ნენ, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი იყო წყალ­ში და რაღა თქმა უნდა ის, რომ მათ მიერ იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­დაგ­დე­ბუ­ლი წყალ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და­ა­დას­ტუ­რა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )