
ესაა საკმაოდ დატვირთული ვიზიტი, გარდა იმ საკითხებსა, რომელიც განხილული იქნება ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პირობებში, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.
„ამ შეხვედრებს მართავს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ჩვენ გვექნება შეხვედრა, როგორც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან. ასევე ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან. ესაა უმაღლესი დონის ვიზიტი, სადაც ჩვენ გვაქვს რწმუნება იმისა, რომ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა პროგრესი გვაქვს მიღწეული და იმ გეგმებზე, რომელსაც ერთად განვახორციელებთ.
ევროპის საბჭოში აღიარებენ, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპულ ინსტიტუტებთან არის სამაგალითო. რაც აჩვენებს იმას, თუ რისი მიღწევა შეიძლება ერთობლივი მუშაობით", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.