
არანაირ რევოლუციაზე არ გვქონია მსჯელობა. რაც შეეხება აქციებს, დემონსტრაციებს, იქნება და მივიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ამ კვირაში კონსულტაციები ექნებათ, რომელზეც საერთო პოზიციაზე შეჯერდებიან.
„ამ კვირაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გავმართავთ კონსულტაციებს, რაც მიმდინარეობს უკვე, მაგრამ გაფართოებულ ფორმატში გვექნება შეხვედრა. არანაირ რევოლუციაზე არ გვქონია მსჯელობა. რაც შეეხება აქციებს, დემონსტრაციებს, იქნება და მივიღებთ მონაწილეობას, ისევე, როგორც გუშინ კანცელარიასთან იყო აქცია და არანაირი რევოლუცია იქ არ მომხდარა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.