რეზონანსი
25.01.2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით თბილისში გამართულ აქციებს გამოეხმაურა.

„ეს ვირუსი კარგა ხანს იქნება. ერთადერთი სწორი ნაბიჯი ღია და გამჭვირვალე საუბარია ჩვენს მოქალაქეებთან. არ უნდა მოვატყუოთ, რომ ერთ თვეში ყველაფერი კარგად იქნება. ორ თვეში არ გაიხსენება ქვეყანა, რატომ ვატყუებთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.

სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული ამ ვირუსისგან საშიშროება მუდმივად არის. სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს სავალდებულო. ყველა სხვა პირბადეები უნდა იყოს აკრძალული. უნდა იყიდებოდეს მხოლოდ სამედიცინო პირბადე. ეს არის ის, რაც პირველი უნდა გაკეთდეს. მეორე აუცილებელია ორმეტრიანი დისტანცია, სადაც არ უნდა ვიყოთ. მესამე ჰიგიენა. თუ ეს სამი პირობა არის, მაშინ შეიძლება საუბარი, რომ გაიხსნას”, - აცხადებს ფხაკაძე.

რაც შეეხება ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის საკითხს, ამ სამომავლო პროგნოზს ფხაკაძე ასე აფასებს:

“ქორწილი არის და სიძე არ ვიცით ვინ არის, პატარძალზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია – ასეთი სიტუაციაა დღეს დაპირებებზე, რომლებიც ვაქცინაციას ეხება. მოსახლეობას პატარა ბავშვივით არ უნდა ველაპარაკოთ. ყველაფერი სპონტანურად ხდება და მოქალაქე დაბნეულია”, – განაცხადა ფხაკაძემ „ტვ პირველთან”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )