რეზონანსი
24.01.2021

ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს - ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს - გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში „ფეისბუქი" წერს, რითაც ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირის დაკავებას ეხმაურება.

როგორც მელია წერს, ხშირად „გვაღიზიანებს ფორმა და ვივიწყებთ არსს".

"ვინც დღეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დამყრელ ირაკლი ფანგანის დაპატიმრებას ამართლებთ, XVI საუკუნეში რომ გეცხოვრათ, აუცილებლად მოითხოვდით იმ საჩინო ბარათაშვილის დასჯას, რომელმაც კლდიდან გადააგდო მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი.

მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თანამედროვეებმაც და შთამომავლობამაც საჩინო ბარათაშვილი გმირად შერაცხა, მის მიერ კლდიდან გადაგდებული ყორღანაშვილი კი დღემდე ღალატის სიმბოლოა!

გადამეტებული რისხვა ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი, როგორ ითხოვდა ბევრი 20 ივნისის შემდეგ ახალგაზრდების თვალების დამთხრელების ნაცვლად ჩემს დაჭერას.

ხშირად გვაღიზიანებს ფორმა და ვივიწყებთ არსს! საქმის არსი კი ისაა, რომ ბატონი ჩავლეიშვილი ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის სიაში ბრძანდებოდა, შემდეგ ბოიკოტს უჭერდა მხარს, უზენაეს საბჭოში არშესვლის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, შემდეგ კი, გავარდა და ამ ყველაფრის მიუხედავად საბჭოში შევარდა და მოკალათდა.

დიახ, ბატონი ჩავლეიშვილი არავის გაახსენდებოდა, თავიდანვე რომ შესულიყო. ახლა კი, რა ქნა? იმ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა, რომელიც არჩევნების შემდეგ ქუჩაშია გამოსული საპროტესტოდ. მივიდა და სამწუხაროდ პროვოკაციულად აკრიტიკებდა იმ ნაცებს, ვისი წყალობითაც იმ საბჭოში შეძვრა

დიახ, ბატონებო, ჩავლეიშვილმა უღალატა საზოგადოებას, ოპოზიციას, შემდეგ კი თავისი თავის გასამართლებლად, პროვოკატორობასაც მიჰყო ხელი და ახალგაზრდა გამოიწვია.

ახალგაზრდამ ბევრისთვის მიუღებელი ფორმით გასცა პასუხი და თქვენც არ დაახანეთ, მთელი რისხვა არაკეთილსინდისიერ ჩავლეიშვილს კი არა, მას დაატეხეთ და ხელ-ფეხი გაუხსენით ხელისუფლებას მის დასაჭერად!

დიახ, თქვენ დაიჭირეთ ფანგანი ივანიშვილის რეჟიმთან ერთად.

ოცნების ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეს ყველაფერი გაუვა. მაგრამ ერთი გვახსოვდეს, მალე ქართველი ერი ურნას არა, საერთოდ ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ!

ისტორია კი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს - ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს - გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას",- წერს მელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ლელა   (25.01.2021)
ეეეჰ, ჩემო ნიკანდრო, ისტორიაში ჩაიწერება რომ ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ...

1234   (25.01.2021)
შენ როგორ მოგიხსენიებენ? კუნთმაგარ ზონდერად? ერთი ინტელექტუალი გყავდათ პარტიაში და ისიც გააგდო მესიამ სკაიპით. შენი უფლებები იქ მთავრდება სადაც ჩავლეიშვილის თავი იწყება. არ გასწავლა ეს დემოკრატიის ანბანი მესიამ? ასე რომ ის შენი ფანგანი ჩვეულებრივი ზონდერია. აღარ გადის ეს კმარა-ს ტექნიკები ხომ ხედევთ. ეხლა სხვა ვინმე უნდა მოძებნოთ სერბების გარდა რომ მიბაძოთ. მედროვეობით ის ჯეელი თქვენ მესიასთან როგორ მოვა :) დროშას და ეროვნებას ყოველ ერთ საათში იცვლის :) კგბ-ს ოფიცრობაზე მეოცნებე ბიჭიდან, ხუნტის ჩინოვნიკი გახდა; მერე ედოს შეუძვრა და მისი პარტიის ლიდერი გახდა პარლამენტში. მერე მაჭავარიანის დახმარებით ეროვნული მანტია მოირგო, ზვიადისტებს შეერია და ლამის აჯობათ რიტორიკით. კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით მოვიდა და მილიარდელმა დატოვა ხელისუფლება. გუშინ ტრამპის ძმაკაცი და მოტრფიალე იყო და დღეს მისი მტერი და ბაიდენის მეგობარია :)

სიმართლე   (24.01.2021)
ასეთი საქციელის გამართლებისთვის ადამიანი არ უნდა გიწოდოთ ნიკა მელიავ! შენ ხარ უაზრო,ხეპრე არაკაცი

SOS   (24.01.2021)
ვინც შენ ენმს-ს თავკაცობა მოგცა...შენა ხარ ყველაზე დიდი ზონდერი ამ სიტყვების მერე.შენ რომ ჩაგაგდონ სანაგვეში ჩვენ ტაში დაუკრათ? ან საიდან მოიტანეთ ბრძოლის ასეთი ბინძური მეთოდი? ვის მოუვიდა თავში?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )