რეზონანსი
24.01.2021

„ლილო მოლის" გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, შეზღუდვებთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან პირველი თებერვლიდან არ იხსნება ღია სივრცე, რომელიც უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტები.

მისივე თქმით, მოვაჭრეები თავს დისკრიმინირებულად მიიჩნევენ და ვითარების კონტროლი რთულია.

„დაკეტილია ტერიტორია და ვინ რას აპროტესტებს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, პოზიცია არის ის, რომ რეალურად უსამართლო გადაწყვეტილებაა, ვიყავით შეთანხმებულები სამივეჯერ და სამივეჯერ მოვტყუვდით, ამიტომ ეს ხალხი თვლის თავს დაჩაგრულად, დისკრიმინირებულად. ამიტომ ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ ამ მდგომარეობას, თორემ იმაში, რომ ერთიანად არ გახსნილიყო ან გახსნილიყო, პრობლემა არ იყო. ამდენი ხანი ჩვენ სიტუაციას ყოველთვის ვაკონტროლებდით და ახლა ეს ხალხი ფაქტობრივად დარჩა ყველაფრის გარეშე. რეალურად უსამართლო არის, რომ იხსნება მხოლოდ ნაწილი და არ იხსნება ღია სივრცე, რომელიც უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტები", - განაცხადა „ლილო მოლის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ.

„ლილო მოლის" მოვაჭრეების მოთხოვნაა, პირველი თებერვლიდან მუშაობის განახლების უფლება მიეცეთ. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ თებერვალს მაღაზიებს თვითნებურად გახსნიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )