რეზონანსი
24.01.2021

ჭყონდიდის ეპარქიაში მარტვილის მამათა მონასტრის ერთ ბერსა და კიდევ ერთ სასულიერო პირს, რომელიც მეუფის რეზიდენციაში ცხოვრობს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის გამო დედათა და მამათა მონასტრის წევრების უმრავლესობა თვითიზოლაციაშია.

ორივე სასულიერო პირს ვირუსი გეგმური შემოწმების შედეგად გამოუვლინდა და როგორც ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი ამბობს, ინფიცირებულები თავს კარგად გრძნობენ. რაც შეეხება თავად მეუფე გრიგოლს, ის თვითიზოლაციაში რამდენიმე დღის განმავლობაში მანამ იქნება, სანამ გეგმური ტესტირება არ ჩაუტარდება.

ეპარქიის მღვდელმსახური განმარტავს, რომ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წირვა გრძელდება, თუმცა, მას სასულიერო პირების ნაწილი არ დასწრებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )