რეზონანსი
24.01.2021

"როცა ვსაუბრობთ წერტილოვან დახურვაზე, ბევრი უნდა ვისაუბროთ წერტილოვან გახსნაზე," - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვი მიიჩნევს, თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს სწრაფად მიეცემა საშუალება, შემზღუდავი ღონისძიებები გადაიხედოს და უფრო სწრაფად მოხდეს ყველაფრის ამუშავება.

„მესმის, რომ სახელმწიფოს ეშინია, პანდემიის იმ ნიშნულთან არ დავბრუნდეთ, საიდანაც ძლივს გამოვედით, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს რაღაც ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლის შეზღუდვა საზოგადოებაზე უფრო მეტ უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ვიდრე თვითონ პანდემიის საკითხი. ეს განსაკუთრებით ეხება საქალაქო ტრანსპორტის საკითხს და განათლების თემას. ამიტომ, ჩვენ როცა ვსაუბრობთ წერტილოვან დახურვაზე, ბევრი უნდა ვისაუბროთ მეტად წერტილოვან გახსნაზე. უნდა არსებობდეს უსაფრთხო ტრანსპორტის გახსნის გეგმა. ქალაქის მერია იქნება თუ ნებისმიერი სამსახური, უნდა დაჯდეს და შემოგვთავაზოს გეგმა - ჯერ ვთქვათ, ავტობუსი ამუშავდეს, მეტრო სულ ბოლოს ამუშავდეს. რისკები უნდა განაწილდეს, ყველა ავტობუსში უნდა იყოს სულ მცირე ერთი ადამიანი, რომელიც გააკონტროლებს ავტობუსის 30-35%-ით დატვირთვას. ასე თუ არ მოვიქეცით, ვირუსი კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენთან ერთად. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "პირველ არხთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )