რეზონანსი
24.01.2021

პანკისში მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ ხიზირ გაურგაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხიზირ გაურგაშვილსა და იბრაჰიმ ქავთარაშვილს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულმა საკუთარ ცოლთან ახლო კავშირში მეზობელი დაადანაშაულა. ბრალდების ამ ნაწილს არ დაეთანხმა დაცვის მხარე და განაცხადა, რომ კონფლიქტი წარსულში მომხდარ წყენას უკავშირდება.

პროცესზე სიტყვით გამოსვლით ისარგებლა გაურგაშვილმაც. მან ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მარტს ჩაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )