რეზონანსი
22.01.2021

ზურაბ ჯაფარიძეს, რომ კითხვა დაუსვან - ამ შეზღუდვების მოხსნას რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, აგებს თუ არა ის პასუხს?! მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ ის სხვანაირად მოიქცევა. ის პასუხს არაფერზე აგებს, - ამის შესახებ ინფეციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც ვირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზუდვების მოხსნას ეხება.

„ბატონი ზურაბის პიროვნების ექსტრაორდინალურობა ყველასათვის ცნობილია. ის ამას ამბობს, იმიტომ, რომ არაფერზე არ აგებს პასუხს. მას რომ ეკისროს პასუხისმგებლობა თავის განცხადებაზე, მოიხსნას ყველა შეზღუდვა, რასაც აანონსებს, რომ შეზღუდვების მოსახსნელად სათავეში ჩაუდგება, ამის მერე მას რომ კითხვა დაუსვან - ამ შეზღუდვების მოხსნას რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, აგებს თუ არა ის პასუხს?! მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ ის სხვანაირად მოიქცევა. ის პასუხს არაფერზე აგებს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი".

მისი თქმით, შეზღუდვების არსებობა არავის ეხალისება.

„მე მომხრე ვარ შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების, მოხსნის და ვნახოთ, რა დონეზე არ იქნება ეს ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვხსნათ და ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისეთი გახდეს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ეს ხომ შემდეგ, უკან ბუმერანგივით მოგვიბრუნდება და გვაიძულებს, რომ ეკონომიკა ისევ ჩავკეტოთ. ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! ნებისმიერი მთავრობა ხომ მოხარული იქნება მოიგოს ხალხის გული და ხალხისთვის კარგი გააკეთოს. 1% მაინც რომ იყოს გარანტია იმისა, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნება, დამიჯერეთ, მთავრობა ამაზე პირველი წავიდოდა, მაგრამ განსხვავებით, ბატონი ზურაბისგან, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და პასუხს არაფერზე აგებს, მთავრობა ჩვენთანაც, ევროპასა და ამერიკაშიც პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე", - დასძინა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )