რეზონანსი
22.01.2021

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები უვნებლად გამოიყვანეს.

ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები.

მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილები. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარის ჩასაქრობად მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრე-მაშველები დღეს მომხდარის დეტალებს იხსენებ:

ლაშა შემაზაშვილი, მეხანძრე-მაშველი, 31 წლის - ღია ცეცხლი და დაკვალიანება დაგვხვდა. ჩვენი ბრიგადის ბიჭები აქრობდნენ ცეცხლს. ევაკუაციის მიზნით ავედით ზემოთ, ცეცხლი მე-6 სართულზე იყო, დედა და მცირეწლოვანი შვილები კი მე-7 სართულზე იმყოფებდნენ, ძალიან შეშინებულები იყვნენ. ბავშვები ტიროდნენ, ძირს რომ ჩამოვიყვანეთ მადლობა გვითხრეს. მინდა აღვნიშნო, რომ მარტო მე არ ვყოფილვარ, ჩვენი ბიჭებიც იყვნენ.

მირიან აწკარუნაშვილი, მეხანძრე - მაშველი, 36 წლის - 16:27 წუთზე შემოგვივიდა შეტყობინება, რომ რუსთავში იყო ხანძარი. ადგილზე ოპეარტიულად გამოვცხადდით სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. აირწინაღებით ავედით მე-6 სართულზე, მე-7 სართულზე იყვნენ დედა და შვილები. ცხადია, ეშინოდათ და იყვნენ პანიკაში. დავიყავით ბიჭები გეგმის მიხედვით, ნაწილი ცეცხლს აქრობდა, ნაწილს კი გამოგვყავდა ხალხი. როცა ხელში ბიჭუნა ავიყვანე ტიროდა, ძირს რომ ჩავიყვანეთ დამშვიდდა, ჩამეხუტა. გარდა ამ ოჯახისა, ბიჭებმა კიდევ გამოიყვანეს კორპუსიდან რამდენიმე ადამიანი.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (23.01.2021)
მიხარია რომ ყველა უვნებელი გადარჩაა

ბადრი   (23.01.2021)
მადლობა ჩვენს მეხანძრეებს დაუღალავი შორმისთვის


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )