
ჩვენი ხელისუფლება არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ევროსაბჭოში ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში.
„ჩვენი ხელისუფლება არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე. ხოლო რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს, არის ის, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.