რეზონანსი
22.01.2021

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტების სრულფასოვნად ოპერირების შემთხვევაში, ადგილზე იკრიბება 30 000 ადამიანი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს.

მინისტრის განცხადებით, სწორედ ამიტომაც შენარჩუნდა შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე.

მაია ცქიტიშვილის თქმით, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა ზამთრის კურორტებზე ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან სტუმრად ნაკლებად იარონ.

"ზამთრის კურორტებზე, როდესაც ვსრიალებთ მარტო, ინფექციის გავრცელება, რა თქმა უნდა, არ ხდება, მაგრამ როდესაც ზამთრის კურორტზე ერთდროულად სრულად ოპერირებს ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ბაკურიანში, მაგალითად, დაახლოებით 30 000 ადამიანი იკრიბება ერთდროულად მაშინ, როდესაც მუშაობს საბაგიროები, სრულად ფუნქციონირებს ზამთრის კურორტი და შესაბამისად, 30 000 ადამიანის ერთდროულად ერთ ლოკაციაში შეკრება მაშინ, როდესაც ზამთრის კურორტზე, როცა დღისით ვსრიალებთ საღამოს ვისვენებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ერთად ვატარებთ დროს, რა თქმა უნდა, სასტუმროებში, საოჯახო სივრცეებში ამას პირბადეების გარეშე ვაკეთებთ და სწორედ ამ დროს ხდება ვირუსის გავრცელება.

შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანს, თუნდაც საკუთარ ბინაში ჩასვლას. ძალიან ბევრი ადამიანი ბაკურიანში ფლობს თავისივე ბინას, ან კერძოდ, სტუმრად ჩადიან, ჩვენ ამას ვერ ავკრძალავთ, რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ ვერ დავამატებთ ზამთრის კურორტზე იმ დამატებითი მობილობის წყაროს, როგორიც არის სასტუმროები. ამიტომ, ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ზამთრის კურორტზეც შევინარჩუნოთ გადაადგილების შეზღუდვა 21 საათის შემდეგ.

იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა აზრი აქვს 21 საათის შემდეგ შეზღუდვას. აზრი აქვს ის, რომ ეს შეზღუდვა არ გვაძლევს ჩვენ ყველას, საშუალებას, რომ თუნდაც ზედმეტად ერთმანეთთან სტუმრად ვიაროთ," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )