რეზონანსი
22.01.2021

მთელ მსოფლიოში, სარესტორნო ბიზნესი ინფექციის გავრცელების კუთხით სარისკოა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, თუ რის საფუძველზე შემცირდა საქართველოში COVID19-ით ინფიცირების სტატისტიკა.

„პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდა. თუ არ ვცდები ეს მაჩვენებელი 75%-ს შეადგენს ბოლო მონაცემებით და ეს გვშველის. კების ინდუსტრიაში არის ეს სპეციფიკა, რომ იქ პირბადე არ იხმარება. მე იმის თქმა არ მინდა, რომ კვების ინდუსტრია არ უნდა გაიხსნას ახლო პერიოდში. ჩვენ ამ მიმართულებით, ფრთხილი ნაბიჯი გადავდგით აჭარაში, იქიდან გამომდინარე, რომ ინფიცირების სტატისტიკა დაბალია", - განაცხადა თურთავამ "იმედის" ეთერში.

რაც შეეხება დიდ ქალაქებში სარესტორნო ბიზნესის გახსნას, თურნავას თქმით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ვითარება იქნება აჭარაში კვების ობიექტების გახსნის შემდეგ. „იმედი მაქვს, რომ თუკი ყველანი დავიცავთ წესებს, დადგება ის დრო როცა დანარჩენ ქალაქებშიც შევძლებთ სარესტორნო ინდუსტრიის გახსნას", - დასძინა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )