რეზონანსი
22.01.2021

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სრულიად გაუგებარია, ამ დრომდე რა უფლებით არ უწყვეტდა პარლამენტი უფლებამოსილებას იმ ადამიანებს, ვინც არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს „ბინძური ვაჭრობა არ გაუვიდოდა არც ერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე ადამიანსა და პოლიტიკოსთან".

„ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, „საჭიროა ივანიშვილი და მისი არარაობების გარემოცვა დროზე მოეგონ გონს", რისთვისაც ოპოზიცია, როდესაც გარემოებები მეტნაკლებად ხელსაყრელი იქნება, ყველა ლეგიტიმურ ფორმას მიმართავს.

„სრულიად გაუგებარია, აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან, რადგან არ აღიარებენ ამ სამარცხვინო მოპარული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა, არც ერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე მოქალაქესთან თუ პოლიტიკოსთან, მაგრამ აქამდეც კი სამარცხვინო იყო მათი საქციელი.

რაც შეეხება მომავალს, დროზე გონს მოსვლა ივანიშვილის პერსონალურად და მისი ამ არარაობების და კლოუნების გარემოცვის, ვისაც დარჩა ახლა ფორმალური ფუნქციები, არის აუცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ გონზე მოსვლისთვის. ყველას გვჭირდება, როცა გარემოებები მეტ-ნაკლებად ხელს შეუწყობს საზოგადოებას, ლეგიტიმური მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ვადამდელი ნორმალური არჩევნებით", - განაცხადა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
მედეა   (23.01.2021)
თქვენ რომ არჩევნებს ატარებდით,ის იყო ამ 2020-ზე უკეთესი და გაუყალბებელი? ვინღა მოგცემთ ხმას აწი?! მე ჭკვიანი მეგონე, გიგა! სახელმწიფო საგარეო ვალებში იხრჩობა,კიდევ ისესხოს და ახალი არჩევნები ჩაატაროს-ჭკვიანური იქნება?ის 60 მანდატი შეირგეთ,სახელმწიფოს ნუ აჯანჯღარებთ!

ida   (22.01.2021)
რა აქციები და როდემდე,ვიდრე თქვენ არ მობრუნდებით?არ აგიდგათ გვერდები,ვერ ეღირსებით.სულ რომ მშიერი დავრჩე,თქვენ როგორ დაგიდგეთ გვერდით უზნეო ხახლო!

ida   (22.01.2021)
რა აქციები და როდემდე,ვიდრე თქვენ არ მობრუნდებით?არ აგიდგათ გვერდები,ვერ ეღირსებით.სულ რომ მშიერი დავრჩე,თქვენ როგორ დაგიდგეთ გვერდით უზნეო ხახლო!

***   (22.01.2021)
შენს გარეშე.

ნათი   (22.01.2021)
გეყოთ! არავითარი აქციები და არეულობა საქართველოში.არსებობს შეხვედრები,საუბრები


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )