რეზონანსი
22.01.2021

„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტარს, პოლიტიკოსს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აღარ უნდა ესაუბრონ, რადგან ეს არაა პოლიტიკოსის საქმე.

„პოლიტიკოსს რომ ეუბნები და პარლამენტარს, რომ იცი რა, იქნებ ეს ადამიანი გამოვიდეს და რაც არ უნდა ხისტი იყო ამ განცხადებაში, მე ამის პასუხს არც გავცემ და ვერც გავცემ. ეს პოლიტიკოსის საქმე არ არის, ეს ჩემი საქმე არ არის, იქ გამომძიებლები, მოსამართლე და პროკურორი რას იზამენ. პოლიტიკოსის საქმე არ არის პოლიტპატიმრის გამოშვება. არის რაღაც პრინციპული საკითხი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. ეს პრინციპული საკითხია, რომ პოლიტიკოსებმა აღარ ვილაპარაკოთ პოლიტპატიმრებზე, თან სპეკულაციურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა პოლიტპატიმრების საკითხი პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე რამდენჯერმე დასვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (23.01.2021)
რა პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ რურუა,მელაშვილი და ილიჩოვა? ვინ ნახა მათი პოლიტიკური საქმიანობა? ნაცების ფოტოზეც არსად ჩანან,რომელი პოლიტიკური პარტიის წევრობის მანდატი აქვთ? ტ ყ უ ი ლ ი ა მათი პოლიტპატიმრობა!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )