რეზონანსი
22.01.2021

დღეს ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ - შეხვედრები გაგრძელდება, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის კაბინეტიდან გამოსულმა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა გააკეთა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ძალიან პრინციპულად დაისვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუმცა ხელისუფლება პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს.

„ჩვენ ოპოზიციასთან ამ ტიპის ურთიერთობა - კინკლაობა დავასრულეთ. ჩვენ ვერ შევძელით დაგვერწმუნებინა ჩვენი აზრის სისწორეში, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ ამ მოლაპარაკებას მათგან დამოუკიდებლად ვაგრძელებთ. მოლაპარაკებები დღეს დავიწყეთ. დღეს არაფერი გადაწყვეტილა. თუ ჩვენ შეთანხმებაზე ხელს არ მოვაწერთ, პარლამენტში ჩვენი შესვლა გამორიცხულია. შეთანხმება მარტო საარჩევნო სისტემაზე ვერ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალური წამოვიღოთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
gocha   (22.01.2021)
shetanxmeba gaketebulia. xo daknoset talakvazes trakze meti raga gindat


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )