რეზონანსი
22.01.2021

„1-ლი თებერვლიდან უქმდება რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას რომ ყველა მოქმედი და ახალი ავიაკომპანის, რომელიც საქართველოში შემოსვლას გადაწყვეტს, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვასა და განხორციელებას. ეს მოხდება სამედიცინო პროტოკოლის გათვალისწინებით“- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით მიმდინარეობს მსჯელობა როგორ შემსუბუქონ ქვეყანაში ვიზიტორთა შემოსვლის რეგულაციები.

„ამის პარალელურად, ვმსჯელობთ, როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში ვიზიტორთა შემოსვლის რეგულაციები. ეს არის ურთიერთგამომრიცხავი გარემოება, თუმცა არსებული ეპიდვითარების გამო, ავიაკომპანიები არ ასრულებენ იმდენ ფრენას, რამდენიც მათთვის იქნებოდა სასურველი“- განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით უახლოეს დღეებშ გამოვაცხადებთ, ტუ რა სიახლეები გვექნება უცხოელების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )