რეზონანსი
22.01.2021

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ კორონავირუსთან დაკავშირებით, 22 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 974-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 737-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 51, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6", - განაცხადა სიჭინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )