რეზონანსი
22.01.2021

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება. როგორც მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა განაცხადა, წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია 10 დღეში იქნება ცნობილი.

"10 დღის განმავლობაში ახალს ვერაფერს ვიტყვით. ექიმები გვეუბნებიან, რომ მოვითმინოთ, სტაბილურად მძიმეა. კონსილიუმი თითქმის კვირაში სამჯერ იმართება. დრო სჭირდება, გვითხრეს, რომ 10 დღეში ყველაფერს დეტალურად მოგვახსენებენ. რაღაც სიცოცხლის ნაპერწკალი იყო, მაგის იმედი გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ველოდებით ექიმების დასკვნას", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ნუგზარ კვაშალმა.

შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის სტაციონარში გადაიყვანეს.

აიპიენი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )