რეზონანსი
21.01.2021

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების სამიზნე არის გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი და ზოგადად, წინა ხელისუფლება. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ „ზოგადად ამ თემის კონტექსტი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და უსინდისო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“.

„ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დაისჯება, არ დაისჯება, ციხეში იქნება, თუ არ იქნება, ეს ხელისუფლებისთვის სამიზნე და ამოცანა ვერ იქნებოდა. ფაქტია, რომ რაღაცაზე და ვიღაცაზე გასვლა უნდათ. ამ სიტუაციაში ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშიშროების საბჭო, პრეზიდენტი და პარლამენტი, როგორც კოლექტიური ორგანო. პარლამენტს, როგორც კოლექტიურ ორგანოს რამეს ალბათ, ვერ დააბრალებდნენ. საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი მათი სამიზნე არ არის. ალბათ, სავარაუდოდ, ბოკერია - სააკაშვილი და ზოგადად, წინა ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება საზრდოობს მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ „რა ცუდია წინა ხელისუფლება“. ანუ, ჩვენ რა კარგი ვართ და რა კარგ რამეებს ვაკეთებთო კი არა, ისინი იყვნენ ცუდებიო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ ეს იყო მთავარი სამიზნე“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (22.01.2021)
თუ გავლენ ძალიანაც კარგი

გიორგი   (22.01.2021)
ვისაც აქვს ოდნავი წვლილი ყველამ უნდა აგოს პასუხი

******   (22.01.2021)
შე უნამუსო ქალო, ჯერ ვის რაში ჭირდება შენი ბოდვემი, მაგრამ მაინც გამაღიზიანებელია ყველაფერს რომ პოლიტიკურ სარჩულს უძებნი, საქართველო რომ არასდროს გიყვარდა და მისი ბედი რომ არასდროს განაღვლებდა შენს ყოველ პირის დაღებაზე ამტკიცებ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )