რეზონანსი
21.01.2021

სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, რომელიც სარჩელის მომზადების დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო, სწორედ იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც იუსტიციის სამინისტროს გუნდი სარჩელს ამზადებდა. გვარამია თეა წულუკიანს მადლობას უხდის. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის დროს, წულუკიანი მათ დაეხმარა.

„მე ვულოცავ თეა წულუკიანსაც და ვეუბნები მადლობას მას. მოგიყვებით ამბავს, რატომ ვუხდი მადლობას. მაშინ იუსტიციის სამინისტრო იყო საომარ მდგომარეობაში, ომი მიმდინარეობდა და ჩვენ ვწერდით სარჩელს. მინიმალური რაღაც უნდა შეგვეტანა, რომ მოგვეთხოვა დროებითი ღონისძიება. ორივე სასამართლომ დაწერა, რომ შეჩერდეს საომარი მოქმედებები…

ამის შემდეგ ჩვენ საქმე შევიტანეთ სტრასბურგში და გვჭირდებოდა ვინმე, ვინც დაგვეხმარებოდა პროცესების სწრაფად წარმართვაში. დავურეკე თეა წულუკიანს, ვთხოვე, ძალიან ნორმალური ადამიანი იყო ხაზზე და ძალიან დაგვეხმარა. ამის გამო თეა წულუკიანს ვეუბნები მადლობას და ვულოცავ“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (22.01.2021)
წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა ამ საქმეზე

...........   (22.01.2021)
როგორ მოხდა ეგ აღმოგხდა გავრამია პირიდამ?!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )