რეზონანსი
21.01.2021

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან ონლაინ შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა თანათავმჯდოამრეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს შვედეთის თავმჯდომარეობის შედეგზე ორიენტირებული ჩართულობის შედეგად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში პროგრესი შესაძლებელი გახდება.

მინისტრმა ახალ თანათავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობაზე, ადგილობრივთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ეთნიკურ დისკრიმინაციასა და სამედიცინო ევაკუაციის შეფერხებაზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ანექსიურ პროცესებზე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების, ასევე დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას.

შეხვედრაზე მწვავედ დაისვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის შეხვედრების რეგულარულად გამართვის საკითხი.

საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას. მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით ეუთოსა და სხვა თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის წინაპირობას.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნას.

ანიკა სოდერმა შეხვედრაზე დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა, რომ თანათავმჯდომარის როლში აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ხელშესახები შედეგის უზრუნველსაყოფად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )