რეზონანსი
21.01.2021

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების ფონზე ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აქტიური პოზიცია უნდა დაიკავონ ალექსეი ნავალნისა და მისი მხარდამჭერების დაპატიმრების გამო და მნიშვნელოვნად გააძლიერონ რუსეთის მიმართ შემზღუდავი ზომები.

„სანქციები ასევე უნდა დაუწესდეს რეჟიმთან დაკავშირებულ რუს ოლიგარქებს, პრეზიდენტ პუტინის ახლო წრესა და რუსული მედიის პროპაგანდისტებს, რომლებიც ევროკავშირში აქტივებს ფლობენ“, - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ რუსეთთან თანამშრომლობის გადახედვის მნიშვნელობას ისეთ პროექტებში, როგორიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. ისინი ევროკავშირს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეაჩეროს გაზსადენის მშენებლობის დასრულება.

18 იანვარს სასამართლომ ალექსეი ნავალნის აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )