რეზონანსი
21.01.2021

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის გზავნილია მეტი ევროკავშირი იყოს საქართველოში, ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, პანდემიაზე, საქართველოს ევროინტეგრაციასა და სტუდენტთა გაცვლის პროგრამებზე.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკური წელი ფაქტობრივად  ბრიუსელში ვიზიტით იწყება. ყველა შეხვედრა დატვირთული იყო სხვადასხვა თემით, კოვიდი და კოვიდსოლიდარობა იყო ერთ-ერთი წამყვანი თემა, ასევე, ევროკავშირის სტრატეგიული როლი რეგიონში. პრეზიდენტის გზავნილი არის, რომ უნდა იყოს მეტი ევროკავშირი საქართველოსა და რეგიონში. მაგალითად, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არის ის თემა, რომელიც საგარეო კომიტეტმა უნდა განიხილოს და შეიძლება რეზოლუციაც მოამზადოს ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც დაგეგმილია და ამ პირობებში როგორ ჩატარდება, რადგან საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. პრეზიდენტის გზავნილი იყო, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ სამ ასოცირებულ პარტნიორს არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა რომელიმე პარტნიორის ჩაჩოჩება, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მოცემულობა არის დღეს ასეთი. სამი ასოცირებული ქვეყანა ვთანხმდებით ინტერესებზე, ღირებულებებზე და შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი გამოსავალი. პრეზიდენტის მიერ ხაზგასმული იყო ამ სამეულის თემაც.

რა თქმა უნდა, განხილული იყო საქართველოს გეგმები ინტეგრაციის მიმართულებით, ყველა შეხვედრაზე ნახსენები იყო სურვილი, 2024 წელს განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დავისახეთ გეგმა. სანამ ეს მოხდება, კონკრეტული გზები, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

გარდა ამისა საუბარი იყო, მაგალითად, სტუდენტების უფრო აქტიურ გაცვლაზე, რომ ქართველ სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, ისწავლონ იმავე ტარიფებით, როგორც ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება ხვალაც, უკვე სამეზობლო და გაფართოების კომისართან“, – განაცხადა ნატალი საბანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )