რეზონანსი
21.01.2021

ალეკომ ელისაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძესთან ინციდენტი არ დაუგეგმავს. „მოქალაქეების“ ლიდერის განცხადებით, ის არაფერს ნანობს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„როცა სადმე შეცდომას დავუშვებ და მივხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, ბოდიშს მოვიხდი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ხაზარაძესთან მიმართებით, მე არც დამიგეგმავს ეს და არც შეურცხყოფა დამიწყია. მე მქონდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ეს იყო ჩემი პასუხი. არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საკუთარი პოზიციის სისწორეში დარწმუნებულია.

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოზიცია სწორია. ამის თქმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის რომ, აშშ, ევროკავშირი, ნატო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლაამენტი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა დავათმობინოთ ის საკითხები, რასაც ბოიკოტისას ვითხოვდით და ამის შემდეგ უნდა შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ ყველანი ერთ აზრზე ვართ და არიან ამრევები, რომლებიც ცდილობენ სხვებს ტვინი აურიონ, არაფერს ვიტყვი, ერთგვარი მორატორიუმი მაქვს ოპოზიციასთან ბრძოლასა და კინკლაობაზე“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (22.01.2021)
ორივე ერთნაირი ნაძრლები ხართ

******   (22.01.2021)
ეს არის ამ რაღაც დაჯგუფებების (ოპოზიციას უკვე ვეღარ დაარქმევ) ნამდვილი სახე–დაგლეჯენ ერთმანეთსრომ მიუშვა. არ შეგვჭამეს პარლამენტში შესვლა–არ შესვლის მუქარით, თუ არ შეხვალთ კისერიც გოტეხიათ, უფრო უკეთესია ქვეყნისთვის, თქვენი ადგილი მანდ არის სადაც ხართ.

. სტატუს ქუო   (22.01.2021)
ელისაშვილი უტვინო გამოსირებულია.

ИНЦИТАТУС   (21.01.2021)
Хазарадзе ром гмертс ар укниа ес садао ап арис. Убедуреба имашиа ром Елисашвилс тави Талеирани гониа.

. სტატუს ქუო   (21.01.2021)
არაკაცი ხაზარაძე,გაყვლიფა ხალხი ყველა მთავრობის დროს.მოუტყან გამჩენი.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )