რეზონანსი
21.01.2021

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვირუსი სრულად არ იქნება დაძლეული. 

Bm.ge-მ მაია ცქიტიშვილს ბიზნეს ასოციაციის და ცალკეული კომპანიების მიმართვა შეახსენა, სადაც ისინი ითხოვენ, 1-ლი თებერვლიდან ეკონომიკა შეზღუდვების გარეშე გაიხსნას. 

„მთავარი პასუხი მათთვის არის ის, რომ წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის მხოლოდ საქართველოს გამოგონება, ეს არის ის მიდგომა, რომელსაც მთელი მსოფლიო მიმართავს, რათა ნაკლები ზიანი მიიღოს ქვეყანამ. ვფიქრობთ, მიზნობრივი და სწორი ღონისძიებები განვახორციელოთ, რომ ერთი მხრივ, შევარჩეროთ ვირუსის გავრცელება და მეორე მხრივ, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვირუსი სრულად არ იქნება დაძლეული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ ყველა შეზღუდვა, მათ შორის 1 თებერვლიდან მოიხსნება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათავლისწინებით. 

„კარგად გვესმის, რომ ბიზნესის ინტერესი არის შეზღუდვების სრული მოხსნა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბალანსზე, რომელიც უნდა დავიცვათ შეზღუდვების მოხსნასა და ეპიდვითარებას შორის. ამიტომ ბიზნესის ინტერესთან ერთად მოქალაქეთა ინტერესებიც უნდა დავიცვათ, რომელთა ინტერესი არა მხოლოდ მაღაზიებში სიარულია, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნება“, - განაცხადა მაია ცქიტიშცვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )