რეზონანსი
21.01.2021

ბრალდებული კარტოგრაფის ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, პროკურატურას დღეს გასაჯაროებული ჩანაწერი ბრალის წაყენებისას უკვე ჰქონდა და დაცვის მხარეს გამოძიების ბოლო დღემდე არ გაუმხილა. მისივე განცხადებით, ზოგიერთი სპეციფიკური ტერმინის იგნორირებით პროკურატურა ცდილობს მანიპულაციურად წარმოაჩინოს ჩანაწერში არსებული შინაარსი.

მშვენიერაძე ამბობს, რომ ჩანაწერში არ არის რაიმე ისეთი, რაც არსებითად ცვლის საქმის მდგომარეობას და საჭიროა ჩანაწერის სრულად მოსმენა.

"გავიგეთ ის, რომ პროკურატურამ, მაშინ, როცა ბრალი წაუყენა ბატონ მელაშვილსა და ქალბატონ ილიჩოვას, უკვე ჰქონდა ეს ჩანაწერი, რომელიც გამოძიების ბოლო დღემდე არ გაუმხილა დაცვის მხარეს და ეს არის ძალიან ცუდი იმიტომ, რომ ჩვენ ამ ჩანაწერის დამუშავებისთვის და სათანადო მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ფაქტობრივად, დრო არ დაგვიტოვა პროკურატურამ, თუმცა, ჩვენ ჩანაწერის მხოლოდ ეპიზოდს მოვუსმინეთ, ის დამონტაჟებული იყო, ჩვენ გვჭირდება სრული ჩანაწერის ნახვა, მაგრამ რასაც მოვუსმინეთ, იმ ჩანაწერში ვერაფერი ისეთი ვერ ვნახეთ, რის თქმასაც, ფაქტობრივად, ბატონი ივერი მელაშვილი პროცესზე არ აპირებს. უბრალოდ, იქ არის ზოგიერთი სპეციფიკური ტერმინი გამოყენებული, რომლის იგნორირებითაც პროკურატურა ცდილობს მანიპულაციურად წარმოაჩინოს ჩანაწერში არსებული შინაარსი... ჩანაწერში არ არის რაიმე ისეთი, რაც არსებითად ცვლის საქმის მდგომარეობას აი, მაგალითად, როდესაც საუბარია დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიებზე, იქ ივერი მელაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენ იმიტომ გვქონდა ეს ასე დახაზული, რომ სხვა ტერიტორიის მოცვლის სანაცვლოდ უნდა გადმოეცა აზერბაიჯანს ჩვენთვის. მოცვლა რომ იყოს ცხადი, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რაღაც სხვა ტერიტორია უნდა მიგვეცა, რომ მიგვეღო ის სურათი, რომელი სურათიც ჩვენთვის ყველაზე სასარგებლო იქნებოდა, მათ შორის, მოიცავდა ბერთუბნის მონასტერს, რაზეც აზერბაიჯანი, როგორც საქმის მტკიცებულებებში ჩანს, ყოველთვის და ყველა ეტაპზე წინააღმდეგ მიდიოდა. ამიტომ, ამ ჩანაწერში რაიმე ისეთი, რაც ცვლის არსებითად საქმის მდგომარეობას არ მოგვისმენია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სრული ჩანაწერი ჯერ არ გადმოგვცემია". - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )