რეზონანსი
21.01.2021

„2018 წლის 23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმეზე ბოლო მოსმენისას ჩვენ შეგპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისათვის და რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა.დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დაპირება შესრულებულია და საქართველომ გაიმარჯვა 12-წლიან სასამართლო დავაში საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 17-მა მოსამართლემ მიიღო და ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

როგორც მინისტრმა განმარტა, რუსეთს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აფხაზეთის და ცხინვალი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )