რეზონანსი
21.01.2021

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს 2 ექსპერტი დაიკითხება. სასამართლოს წინაშე სამხარაულის სახელობის ბიუროს ის ორი სპეციალისტი წარდგება, რომელმაც კომისიურ და კომპლექსურ ექსპერტიზებში მიიღეს მონაწილეობა. მათ უნდა თქვან, რა სახის დაზიანებები ჰქონდა მოკლულ ფეხბურთელს და სად და როგორ შეიძლება ისინი მიეღო.

ადვოკატებს ექსპერტების დასკვნებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვთ.

"ექსპერტებს არ გამოუკვლევიათ და არ დაუდგენიათ ის ფაქტი, შესაძლებელია თუ არა ბურჯიდან ჩავარდნის შემთხვევაში მიეღო ეს დაზიანება. ექსპერტებს ასევე არ შეუსწავლიათ წყლის ქვეშ არსებული ქვები, რომლიდანაც შესაძლებელია მიეღო გარკვეული დაზიანებები. ექსპერტებს არ შეუსწავლიათ სხვა უამრავი საგანი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იყო და არ დაუდგენიათ მათი პარამეტრები და ვერ გვცემენ პასუხს, შესაძლებელია თუ არა ამ საგნებიდან დაზიანება," - განაცხადა არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით კი, ექსპერტებმა ყველა ის ტერიტორია შეისწავლეს, რომლითაც შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი, მასზე განხორციელებული ძალადობის ადგილას მოხვედრილიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )