რეზონანსი
21.01.2021

ენერგეტიკისა და განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებულ ვებინარზე, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გამოსვლაში ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის ანტიკრიზისულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მისი თქმით, პანდემიამ გლობალურის მსგავსად, საქართველოს ენერგეტიკაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა.

„ეკონომიკური ვარდნა, რაც მსოფლიოში შეინიშნება, იწვევს მთელ რიგ ნეგატიურ მოვლენებს ენერგეტიკისთვის - მოხმარებისა და გადახდისუნარიანობის შემცირებას როგორც ბიზნესში, ასევე მოსახლეობაში, ასევე პროექტების შეჩერებას. ამ თვალსაზრისით, საქართველო გამოირჩევა იმით, რომ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ ღონისძიებად დაისახა ოჯახებისთვის ენერგეტიკული დანახარჯების სუბსიდირება. ამით ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ოჯახების 2/3-ს, რომლებიც ელექტროენერგიისა და ბუნებრივ აირის მომხმარებლები არიან", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )