რეზონანსი
21.01.2021

კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ. რა ელის იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ. თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გეგმაა, სელექტიური კონტრაქტები. კლინიკებმა უნდა დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები, რათა ეს იყოს უსაფრთხო ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რა ელის იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ ვამზადებთ სტრატეგიას ქვეყნის მასშტაბით, რათა მიმდინარე რეფორმები იყოს არა ქაოტური, არამედ თანმიმდევრული, გამჭვირვალე და სასარგებლო ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გიო   (21.01.2021)
შენი მომზადებული რეფორმა არ გაიშვას შე თხის კურკლო


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )