რეზონანსი
20.01.2021

ალეკო ელისაშვილი დღეს არის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პარტნიორი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა"დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისი თქმით, შეფასება, რომ „ოპოზიცია აირია" ივანიშვილის მთავრობის პროპაგანდაა, თუმცა, მსგავსი შეფასებების საფუძველს ოპოზიციაში რამდენიმე ადამიანის ქცევა იძლევა.

ბოკერია ამბობს, რომ ეს კამპანია რეალურად ელისაშვილმა დაიწყო და მას „გირჩის" წევრებიც აყვნენ.

"თითქმის თვენახევარია ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს ბატონმა ელისაშვილმა და მისმა ამფსონმა იოსელიანმა და მერე შეუერთდა „გირჩის" განაყოფის რამდენიმე ადამიანი. ძალიან სამარცხვინო ფორმა შეიძინა ამან, რაც დრო გავიდა და გუშინ საერთოდ საკუთარი რეკორდები მოხსნა ბატონმა ელისაშვილმა. განსხვავებული აზრი საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა, თუმცა გააჩნია აზრსაც, მაგრამ რამდენიმე პირმა ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო ლანძღვით, იმ ბრალდებების გამეორებით, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ტირაჟირებს ხოლმე, რომ „რევოლუციისთვის, ძალადობისთვის ემზადებიან", დაკომლექსება და ძირითადად ჩვენს სახელს იყენებენ ხოლმე, რომ ვიღაც ზეწოლის ქვეშაა, რაც ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ადამიანებისთვის, ვისაც თავისი ნება და პოზიცია აქვს. საზოგადოების თვალში უიმედობის დანერგვისთვის ამას ივანიშვილის რეჟიმი ეფექტურად გამოიყენებს, ამაში მდგომარეობს ზიანი.

ძალიან ცნობილი უხეში გამონათქვამია: (პოლიტიკურად ვამბობ, ფიზიოლოგიურად არა) - სიბინძურეს რომ შეეხები, შენც ბინძური ხარ. გუშინ რაც ვიხილეთ, რა მიზანსცენაც იქნა დადგმული ბატონი ხაზარაძის წინააღმდეგ, ძალიან უსიამოვნო საყურებელია. არაკორექტული იყო როგორც მოხდა ეს ყველაფერი. თუ დებატებია, უნდა აუხსნა, რომ დებატებია, თუ არადა საჩხუბრად მიშვება მითუმეტეს ადამიანის, რომელსაც არანაირი მუხრუჭი არ აქვს მორალური, არ არის კარგი საქციელი მედიის მხრიდან. ეს ყველაფერი გაცდა იმ ზღვარს, როცა მკაფიო უნდა იყოს ყველასთვის, როგორ უყურებს ამ რამდენიმე ადამიანის საქციელს," - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ის იზიარებს გიგი უგულავას პოზიციას, რომ „განგრენა უნდა მოიშორო".

„მთლიანად ვიზიარებ გიგის პოზიციას. გარიყულია უკვე, ოღონდ ამის გაფორმებაა ახლა საჭირო. გიგიმ გამოიყენა ხატოვანი ეპითეტი. უნდა შემოვიტანოთ მკაფიოობა. ალეკო ელისაშვილი არის დღეს პარნტიორი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის. ეს მან აირჩია და ამას გულისხმობდა გიგი უგულავა. რა უნდა დავუპირისპიროთ იმას, როცა რამდენიმე ადამიანი სუფთა პუტინის და ივანიშვილის სტილში ურბალოდ ტალახს ისვრის და ვნახეთ, რა ტიპის ბრალდებები იოსროლეს - გიორგი ვაშაძე რადგან არ შემხვდა, ე.ი. კომპრომატი აქვთ მასზეო, რამდენი შეურაცხყოფა მიაყენა რამდენ ადამიანს... თუ ადამიანს პარტნიორად განიხილავ და მერე ეს ადამიანი გრანდიოზულ ცილისწამებას იგონებს, ეს აზიანებს განწყობას საზოგადოებაში და უიმედობას ნერგავს, ამიტომ მკაფიო ვითარება ყოველთვის სასურველია. გუშინ რაც იკადრა ელისაშვილმა, ვიღაც ადამიანებს, ვინც დეტალებს არ ადევნებდა თვალყურს, გუშინდელ დეტალებს რომ ნახავს, რა უზნეო და უსირცხვილოა, ეს შეიძლება დაეხმაროს ვითარების გარკვევაში," - განაცხადა ბოკერიამ.

გარდა ამისა, ის „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებასაც გამოხმაურა იმის თაობაზე, რომ „ევროპული საქართველო" არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს და რაკი არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწია, სურს პროცესი სრულიად ოპოზიციისთვისაც პრობლემად იქცეს. როგორც აღნიშნა, ეს არის ტალახის ნიაღვარი.

„ეგ არის ვალიდაცია პუტინური პროპაგანდის პრინციპის, რომ არ არსებობს სიმართლე, არსებობს ტალახის ნიაღვარი. შთაბეჭდილებები შეიძლება ადამიანს სხვადასხვა ჰქონდეს, მაგრამ როცა ადამიანს რაღაცას აბრალებ, არ შეიძლება თქვა, რომ ასე ფიქრობ - მე მაგალითად, ასე ვფიქრობ, რომ ესა და ეს ადამიანი მონათა ვაჭრობით არის დაკავებული, შთაბეჭდილება მაქვს. ეს არის ის, რასაც პუტინის პროპაგანდა და ივანიშვილის პროპაგანდა აკეთებს", - აღნიშნა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (21.01.2021)
ბიჭო, ისე საგინებლები ვართ 48%-ის მხარდამჭერები თქვენი 3%-იანი შედეგის ამღებებისგან? რა, სამარცხვინოდ მიგაჩნიათ ივანიშვილის პროპაგანდისტობა? ელისაშვილი ღირსია,ავი და კარგი რომ ვერ გაარჩია და ბიძინას გინების მეტი ვერაფერი დადო თავის მოსაგონებლად. 60 მანდატი აღარასოდეს გექნებათ აწი! რევოლუცია და არეულობა კი გამოვცადეთ რაც არის!

თენგო   (21.01.2021)
რა უთხრა ხაზარაძეს ტყუილი? პასუხი ვერ გასცა იმიტომ რომ მართალს ეუბნებოდა. და ეს სიმართლე თქვენზე უკეთ ვინ იცის და იმიტომაც გაქვთ ატეხილი კრიახი. ახლა გაახსენდა ხაზარაძეს საქართველო და ახლა გაიგო ქართველი ხალხის გასაჭირი ხალხის ძარცვით გამდიდრებულმა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )