რეზონანსი
20.01.2021

სანამ ბიძინა მართლა წავიდა-არწავიდაზე, ალეკო შევიდა-არშევიდაზე ვმკითხაობთ, ამასობაში ე.წ. პრივილეგირებულთა სახელმწიფოში შევედით, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.

დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხმაურება.

„ქართულმა ოცნებამ" თებერვლამდე რომ გადადო შესვლა - არშესვლის ამბავი, აი მაშინვე უნდა გავლებულიყო წითელი ხაზები მათთან, ვინც ოპოზიციიდან ეს თემა არ ჩახსნა. რადგან მართლა აუტანელია გახდა ხალხისთვის იმ რეჟიმით ცხოვრება, როდის რა ხასიათზე გაიღვიძებს X პოლიტიკოსი! და სანამ ბიძინა მართლა წავიდა-არწავიდაზე, ალეკო შევიდა-არშევიდაზე ვმკითხაობთ, ამასობაში ე.წ. პრივილეგირებულთა სახელმწიფოში შევედით და ეს ფაქტია! რიგით ადამიანებს ჩამოართვეს ის, რაც კონსტიტუციით ყველასთვის ბოძებულია. ვიღაცეების ახირების გამო, ტრანსპორტმა არ უნდა იმოძრაოს, სამსახურები უნდა დაიხუროს, ეკონომიკა უნდა დაიქცეს, უნდა გაგვამათხოვრონ. სახელმწიფო „მოწყალების" პროგრამით, 28 თებერვლიდან კიდევ 6 თვე აპირებენ ფულის დარიგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები გაურკვეველი ვადით გრძელდება. ეს ყველაფერი კი, მხოლოდ იმ მცირე ჯგუფს სიამოვნებს, ვინც ამ შეზღუდვების დროს სარგებლობს პრივილეგიებით, ხეირობს, ქონებას იასმაგებს და სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან არანაირი ბმა არ აქვს, სამაგიეროდ საკუთარი მოსახლეობის დამსჯელად გადაიქცა",-აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )