რეზონანსი
20.01.2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და "საქართველოს მედიატორთა ასოციაციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მიზნად ისახავს უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობას კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარებას.

„შრომითი დავების მოგვარების ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი შრომითი დავების მედიაციაა. შრომითი დავების მოგვარება დიალოგის რეჟიმში, სასამართლოს ჩარევის გარეშე სწრაფად და ხარისხიანად ხდება. ეს მექანიზმი სამინისტროს მიერ წლების განმავლობაში მხარდაჭერილია. წლიდან წლამდე შრომითი დავების მედიაციის მექანიზმს კიდევ უფრო ვავითარებთ. სამინისტროში დამოუკიდებელ მედიატორთა რეესტრი გვაქვს, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

მემორანდუმი ასევე, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.

„დოკუმენტი მიზანი, ერთობლივი ძალებით მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარება და გაძლიერებაა. მედიაცია არის ნოვაცია, რომელიც არსებული კონფლიქტის მონაწილეებს საშუალებას აძლევს საკუთარი ჩართულობით კონფლიქტი ამოწურონ. ამ დარგის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )