რეზონანსი
19.01.2021

დღეს ლანჩხუთში უბედურ შემთხვევას 60 წლის ნატო მახარაძის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალს სატვირთო მატარებელი შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “პრაიმტაიმისთვის” ხდება ცნობილი, ქალბატონს მეზობლის საქონელი საბალახოდ დაჰყავდა და მას ამაში ანაზრაურება ჰქონდა. ტრადიციულად ქალბატონმა დღესაც წაიყვანა პირუტყვი საძოვარზე. აქვე გვითხრეს ისიც, რომ ქალბატონს სმენის პრობლემა ჰქონდა. დღეს კი ყურის სასმენი აპარატი სახლში დარჩა და როცა ლიანდაგზე გადადიოდა, მატარებლის მემანქანის სიგნალი ვერ გაიგონა.

ამ წუთებში 60 წლის ქალბატონის ცხედარი ექსპერტიზაზეა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )