რეზონანსი
19.01.2021

ალეკო ელისაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. ამ თემაზე „მოქალაქეების ლიდერმა“ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

„შეხედეთ, როგორ შეიცვალა რეალობა ჩვენს თვალ წინ. ის „ოცნება“, რომელიც თუნდაც 2 კვირის წინ იყო, ხომ აღარ არის. მგონი მართლა წავიდა ბიძინა ივანიშვილი და აბსოლუტურად შეიცვალა რეალობა ქვეყანაში“, - განაცხდა ელისაშვილმა.

მისი აზრით, ახალ რეალობაში არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესების მოპოვებაც შეძლოს.

„პარლამენტში უნდა შევიდეს ყველა. ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა წავიდა, და ასეთი პირი უჩნას, 90 დეპუტატითაა „ქართული ოცნება“ პარლამენტში წარმოდგენილი. 60 ოპოზიციონერი რომ შევიდეთ, მას შემდეგ რაც წავგლეჯთ ხელიდან იმ საკითხებს, რასაც ვითხოვდით, 15 დეპუტატი რომ გადმოვიდეს ოპოზიციის მხარეს, უმრავლესობა ექნება ოპოზოციას, ძალიან ხავერდოვანი საპარლამენტო გადატრიალება იქნება“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (19.01.2021)
უმრავლესობა არასდროს გექნებათ ოპოზიციას,რადგან ხალხს არ უყვარხართ და არც იქ მყოფ პარლამენტარებს,არც არავინ გადავა ოპოზიციის მხარეს. ანდა ახსენი ერთი ბიძინა რაში გიშლიდა შენ ხელს?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )