რეზონანსი
19.01.2021

გია გაჩეჩილაძე 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ამ დრომდე უცნობ დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ სააკაშვილმა მას იპოდრომზე შეკრებილი ხალხის დაშლა სთხოვა. სანაცვლოდ, გაჩეჩილაძემ მაუწყებლობის ლიცენზია მოითხოვა და პირობაც მიიღო, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა. სააკაშვილის ტაქტიკა, გააჩუმოს ოპოზიცია, მისი ოპონენტებისთვის მოულოდნელი არც მაშინ იყო და არც დღეს არის, თუმცა ეროვნული საბჭოს წევრები, რომლებიც მაშინ პროცესებს მართავდნენ, გია გაჩეჩილაძეს ახსენებენ, რომ მისი როლი მაშინ მინიმალური იყო და გავლენას აქციის დაშლაზე ვერ მოახდენდა.

„მომინახეს მეგობარი, რომელსაც ჩემთან დაარეკინეს. მან ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე, სააკაშვილთან. მთხოვდა, ოღონდ ახლა შენ გაჩერდი და მეტს აღარ ვიზამ, რაც მოხდა, ასეთი აღარ ვიქნებიო. მე ვუთხარი, რომ მხოლოდ ის მინდოდა, ღირსეული პრეზიდენტი ყოფილიყო. ვუთხარი რომ მისი არ მჯეროდა და მოეცა მთელ საქართველოზე ტელევიზიის სიხშირე. მითხრა, კი ბატონოო. მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზე და ხომ იცი, რომ შეგვიძლია, ავტეხოთ სისხლისღვრა, ერთი ამბავი, თან ისე, რომ ხვალ არც არავინ არ გააშუქებს, რა მოხდებაო. მეთქი, კი ბატონო, მომეცი. მაინც გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი სისხლისღვრაზე წამეყვანა. ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო. სიხშირის მომცემი იყო ახლა ის ჩემთვის?“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

რეჟისორი გიორგი ხაინდრავა, რომელიც 2008 წელს ეროვნული საბჭოს წევრი იყო, გია გაჩეჩილაძეს ახსენებს, რომ მისი როლი მაშინდელ აქციებში მინიმალური იყო და გავლენას აქციის დაშლაზე ვერ მოახდენდა. როგორც ხაინდრავამ „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, გაჩეჩილაძე ეროვნული საბჭოს წევრი არ ყოფილა და რიგითი დემონსტრანტი იყო, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ბარდი.

„მას თუ რამე გარიგება ჰქონდა სააკაშვილთან, ეს მისი საქმეა. რა შუაშია ეროვნული საბჭო და იპოდრომის მიტინგი? ვინ ეკითხებოდა უცნობს მიტინგის დაშლას? საიდან მოიგონა ეს ამბავი და რისთვის მოიგონა, ჩემთვის გაუგებარია“ - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

2008 წლის მოვლენებს იხსენებს სოზარ სუბარიც, რომელიც მაშინ სახალხო დამცველის პოზიციას იკავებდა.

„საზოგადოებაში უნდა ყოფილიყო შიში - ქუჩაში დახვრეტის შიში, ქონების წართმევის, ბიზნესის დაკეტვის, ადამიანის მოტაცების, ცემის, სადღაც ტყის პირას დაგდებისა და იმის შიში, რომ ვინც ციხეში მოხვდებოდა, იქიდან ჯანმრთელი და ცოცხალი ვერ გამოვიდოდა. ყოველწლიურად, ციხეში 140-150 კაცი კვდებოდა და ეს ყველაფერი იმ რეჟიმის სახე იყო. ამ პირობებში, აბსოლუტურად გამორიცხული იყო იმ დაპირების შესრულება, რომ ის ვინმეს ტელევიზიას მისცემდა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
. სტატუს ქუო   (19.01.2021)
თქვე ნაბოზარო ძმებო,თქვენ ფულის გამო დედას გაჰყიდით.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )