რეზონანსი
19.01.2021

კომპანიები – „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალ ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოებს აწარმოებდნენ, 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან „ბაგინეთი +“ გააფორმა.

„ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს და მოეწყოს ისეთი კონსტრუქცია, რომ გარე ფასადის ჩუქურთმიან ნაწილზე წყალი არ მიესხას. საუბარია მთავარი ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელზე. რაც შეეხება ჯარიმას, კომპანიები უკვე დაჯარიმდნენ 12 ათასი ლარით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სანებართვო პირობების არშესრულების გამო. გაფრთხილების მიუხედავად, მათ ვერ გამოასწორეს, სანებართვო პირობები ვერ დააკმაყოფილეს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ღონისძიების გარდა, კონკრეტული სამუშაოს შესრულებაც მათი ფინანსური უზრუნველყოფით მოხდება“, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )