
უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას გვიქადდა ნავალნი, როცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე საუბრობდა - მისი გადაჭარბებული ქება-დიდება სწორად არ მიმაჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ნავალნის დაკავების ფაქტის შეფასებისას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ოპოზიციონერს მიხეილ სააკაშვილის ხელწერით არ უნდა მოეპყრა - არ უნდა ჩაახშო, ინვალიდად აქციო, წელს ქვემოთ მოწყვიტო და მერე ამის თაობაზე ნიანგის ცრემლები დაღვარო".
„როგორც მახსოვს, ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოში შემოიჭრა. იგივე იყო უკრაინის, ყირიმის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ოპიზიციონერს ასე არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, რაც სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში, ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა - პირიქით", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.