
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 3 მლნ 900 ათასი ვაქცინის დოზაა საჭირო, იმისათვის რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს ჩაუტარდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა, სადაც კორონავირუსის ვაქცინაციის გეგმის სცენარზე და პროგნოზებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ბენეფიციარებს ვაქცინაცია ჩაუტარდებათ.
„რა თქმა უნდა, დეტალურად არის გამოყოფილი ჩამონათვალი. პირველი არის ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ 65-დან 74-მდე. მეორე ფაზის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, ბაზისური სერვისი, რის გარეშეც ქვეყანა ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას, შემდეგ მოყვება 55-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, შემდეგ მოდის 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს. ამის შემდეგ რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები. ჯამურად ეს რაოდენობა შეადგენს მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს, ამდენად ვაქცინების საერთო რაოდენობა, რაც ჩვენ დაგვჭირდება ამის მთლიანად მოცვისთვის, არის 3 მლნ 900 ათასი. საკმაოდ დიდი ოდენობაა დოზების და ინტენსიურად უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა. პირველი, მეორე კვარტალი დაეთმობა პირველი -მეორე ეტაპის ჯგუფების მოცვას. მერწმუნეთ, ბევრი ვაქცინა, რომელიც ემზადება რომ მიიღოს ავტორიზაცია დაგვეწევა, მოგვცემს საშუალებას ეს ჯგუფები წლის ბოლომდე იყოს მოცული",-აცხადებს გაბუნია.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1) | 1234 (18.01.2021) შემოიტანეთ ის ვაქცინა რაზეც ხელი მიგიწვდებათ. მიბაძეთ რეგიონის ქვეყნებს: თურქეთს და აზერბაიჯანს. ორივე საქართველოზე ბევრად მდიდარია და წონაც ბევრად მეტი აქვთ, მაგრამ დაიწყეს სინოვაკით აცრა რადგან ჯერჯერობით ეს ვაქცინაა განვითარებადი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი. ამერიკას და ევროკავშირს ნუ ედრებით. ისინი სხვა ჯგუფში არიან და სანამ თავიან მოსახლეობას არ აცრიან, საქართველოს არაფერს მისცემენ. ყოველი დაგვიანებული თვე ასობით ქართველის სიცოცხლეა. როცა კადილაკს ვერ ყიდულობ ან არ გაძლევენ, ფორდით უნდა დაკმაყოფილდე რომ დანიშნულების ადგილამდე მიხვიდე და მიზანს მიაღწიო.
| |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|