რეზონანსი
18.01.2021

იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელისუფლების მხრიდან კომპრომისული წინადადება არ იქნება და არც საარჩევნო ადმინისტრაცია შეიცვლება, არაა გამორიცხული ოპოზიციის დღის წესრიგში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი ამბობს, ოპოზიცია მზადაა მე-5 რაუნდის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, თუ რა თქმა, უნდა რეალური წინადადებებით იქნება მმართველი პარტია წარმოდგენილი.

"ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს იქნება თუ არა მე-5რაუნდი. ეს დამოკიდებულია იმაზე, მზადაა თუ არა ხელისუფლება განიხილოს კონკრეტული წინადადებები. ვგულისხმობ ახალი არჩევნების ჩანიშვნასა და პოლიტპატიმრების საკითხს. " რაც შეეხება ელისაშვილისა და გირჩის ნაწილის ინიციატივას, რომ თვითმმართველობის არჩევნები გახდეს პლებისციტი ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით, უდუმაშვილის თქმით, ისინი ამ წინადადებას არ განიხილავენ. "ეს წინადადება მიღებული ვერ იქნება.

თვითმმართველობის არჩევნები ვერ განიხილება როგორც პლებისციტი. არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში პლებისციტი და თვითმმართველობის არჩევნები. თვითმმართბელობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით კი ახლა რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თუ ისევ თამარ ჟვანიამ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება. ამაზე საჭირო გახდება საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილების მიღება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )