რეზონანსი
18.01.2021

ჩემთვის მიუღებელია პლებისციტის ინიციატივა, რადგან ეს სწორი არ არის და უარსაყოფია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმაზე გარკვეული შეთანხმება შესაძლებელია და „ქართული ოცნება" ამ თემაზე კონსულტაციების გაგრძელებისთვის მზად არის.

„თუ შეთანხმება მოხდება საარჩევნო კოდექსის სრულყოფაზე, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ღრმად მწამს, რომ ოპოზიციაში გამოინახებიან ძალები, ვისთანაც შეთანხმება შესაძლებელი იქნება. ამას მაფიქრებინებს ის, რომ ოპოზიციაში სხვადასხვა მოტივაციაა და გვჯერა, რომ ოპოზიციაში კეთილსინდისიერი და გულწრფელი პოლიტიკოსები არიან, ვისთანაც შეთანხმება შესაძლებელი იქნება. მოლაპარაკებებს რატომ უწესებენ ფარგალს დროში, ეს ჩემთვის გაუგებარია. რაც უფრო სწრაფად მოხდება მოლაპარაკებების შედეგით დასრულება, მით უფრო კარგია, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პარლამენტში ოპოზიციის გარეშე დრო იკარგება. მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია განხილვებში. რამდენიმე პროექტი მივიღეთ და მასში ოპოზიციის ჩართულობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გამოაჩენდა, რომ დოკუმენტი გაცილებით მაღალი ხარისხის ყოფილიყო", - განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )