რეზონანსი
18.01.2021

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, Air Arabia ქართულ ავიაბაზარზე ბრუნდება. როგორც კომპანია GASA-ში განმარტავენ, არაბული ავიაკომპანია იანვრიდან პირდაპირ რეისებს განაახლებს შარჯა-თბილისი-შარჯა მიმართულებაზე. ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება. ბილეთების ღირებულება 237 დოლარიდანაა.

„სიხარულით გაცნობებთ "ეარ არაბიას" რეისების აღდგენის შესახებ! პირველი რეისი დადასტურებულია 30 იანვარს. ბილეთების ღირებულება - მხოლოდ 237 დოლარიდან. 30 დღიანი ტურისტული ვიზის ღირებულება - 89 დოლარი. ახალი კოვიდ რეგულაციით, სავალდებულოა იქონიოთ სამოგზაურო დაზღვევა, რომლის ღირებულებაა - 29 დოლარი.

აღნიშნული რეისით ასევე შეგიძლიათ იფრინოთ ჩენაის, მუმბაის, ჯაიპურის, დელის, ტრივანდუმის, რიადის, კაიროს, ბეირუთის, კოჩის, დაკას, ჰეიდარაბადის, ნაირობის და სხვა მიმართულებებით. ტრანზიტული მიმართულებების ფასი - 327 დოლარიდან. ფასები ცვალებადია და განისაზღვრება ავიაკომპანიის მიერ, რეისის დატვირთულობის შესაბამისად", - აცხადებენ Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )