რეზონანსი
18.01.2021

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენშვილი  ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილს გიორგი გაბუნიას მონოლოგს პასუხობს და აცხადებს რომ არხმა ვაშაყმაძემ სათანადო პატივი მიაგო.

„ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო ყოფილი თუ ახლანდელიც ყვავილებით ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად. პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა. თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა“, - წერს თინათინ ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, ტელეწამყვან ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილმა გიორგი გაბუნიამ, საკუთარი გადაცემის მონოლოგში განაცხადა, რომ დედის დასაფლავებაზე, მისთვის განკუთვნილი გვირგვინი, ტელევიზიას არ გაუგზავნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
dddd   (18.01.2021)
bizina ro momkvdariko xo shouzvrebodi mkvdars trakshi tirilit.

ნათი   (18.01.2021)
სამართლიანი პასუხის გაბუნიას გამოსვლაზე...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )