რეზონანსი
17.01.2021

COVAX პლატფორმა საქართველოდან ხვალ მიიღებს დასტურს, რომ წლის პირველ კვარტალში ვაქცინის მისაღებად ქვეყანა მზად არის.

სპეციალური საბჭო მთავრობის წევრების, ექსპერტების, პროფესიული და საფინანსო ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეთანხმდა, რომ ქვეყნის გასახსნელად, ჩვეული ეკონომიკური რეჟიმის აღსადგენად, მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. სასურველია წლის ბოლომდე, რასაც შესაძლოა 164 მილიონამდე ლარი დასჭირდეს.

ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფები ამ თანმიმდევრობით განისაზღვრა:

1. ჯანდაცვის სექტორი სრულად;

2. ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების (თავშესაფრების) ბენეფიციარები და პერსონალი;

3. 75 წელს გადაცილებული მოსახლეობა;

4. 65-74 წლის მოსახლეობა;

5. ესენციური სერვისები;

6. 55-64 წლის მოსახლეობა;

7. ქრონიკული დაავადების მქონე 18-54 წლის მოსახლეობა, მერე სხვა დანარჩენიც, ვირუსგადატანილებიც.

არ აიცრებიან ბავშვები. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასო იქნება. მსოფლიოში უკვე 32 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (17.01.2021)
რაო, ესენციური ვერ გადათარგმნეს? ერთი ქართულად მოსაუბრე ვერ იპოვეს მთავრობაში?? სამარცხვინოა. თუ ტიკარაძეს მას შემდეგ რაც უცხოურ პროფტექნიკუმში ისწავლა ქართული დაავიწყდა? აუცილებელი მომსახურების!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )