
ველოდებით, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები. შემდეგ გაირკვევა, ვისი უფლებამოსილება შეწყდება და ვისი – არა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანის განაცხადა.
მისივე თქმით, მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალურად მის პარტიას პარლამენტისთვის ჯერ არ მიუმართავს, რადგან მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან.
„ოფიციალურად მიმართული არ აქვს ორ პარტიას, ჩვენ და „გირჩს“, რადგან ველოდებით, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები. როცა დასრულდება მოლაპარაკებები, შემდეგ გაირკვევა, ვისი უფლებამოსილება შეწყდება და ვისი – არა. შეიძლება, ხელისუფლებამ კიდევ გადაწიოს კენჭისყრის პროცესი და კიდევ მისცეს პოლიტიკურ პარტიებს ვადა, რათა იფიქრონ პარლამენტში შესვლაზე. არ ვიცი, ეს მათი საქმეა. მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ, ჩვენ გვინდა, თვითმმართველობის არჩევნებს შევხვდეთ მომზადებული, შესაბამისი კანონმდებლობითა და რეფორმით. ჩვენი ამოცანაა, თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, – განაცხადა იოსელიანმა.