რეზონანსი
17.01.2021

ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური „კლოუნების“ დიდ არჩევანს შორის ივანიშვილმა შეარჩია ისეთი, რომელიც ყველაზე დიდ სკანდალთან და შეურაცხყოფასთან არის ასოცირებული - „გავრილოვის ღამესთან“ და გავრილოვის მოწვევასთან საქართველოში,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსთან“ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებითაც პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, რადგან ივანიშვილის გარემოცვაში დიდი ხანია პოლიტიკური ფიგურები აღარ არიან.

„ქართული ოცნების” ყრილობა არანაირი თვალსაზრისით არ ყოფილა რაიმე მოულოდნელობა - იგივენაირი შეკრება იყო პოლიტიკური სიძულვილით, სიბრიყვით, მლიქვნელობით, შავრაზმელობით და ფარისევლობით გამორჩეული ადამიანების, როგორიც იყო ტრადიციულად გარემოცვა ივანიშვილის მთელი ამ წლების განმავლობაში. როცა მან პოლიტიკური ფიგურებისგან გაწმინდა მისი გარემოცვა, იქ მხოლოდ ასეთი ხალხი დარჩა - პოლიტიკური არარაობები და პოლიტიკური „კლოუნები“, ხოლო რომელს შეარჩევდნენ მათგან პარტიის თავმჯდომარედ, ეს არსებითად არაფერს ცვლის. თუმცა, თავისთავად ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური კლოუნების დიდ არჩევანს შორის მან შეარჩია ისეთი, რომელიც ბოლო პერიოდში ყველაზე დიდ სკანდალთან და შეურაცხყოფასთან არის ასოცირებული - გავრილოვის ღამესთან და გავრილოვის მოწვევასთან საქართველოში. ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ საჯარო მოწოდებების, მათ შორის გიორგი კანდელაკისგან საჯარო მოწოდებების და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დააბრძანა აფხაზეთის ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილე, კომუნისტური, პროპუტინური ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს დაშლის იდეოლოგი იყო. ამის შემდეგ მას მოუწია გადადგომა, თუმცა, ესეც დააგვიანა. რომ გადამდგარიყო ეს მოვლენები არ მოხდებოდა კერძოდ, გავრილოვის ღამე, თუმცა, მაინც მოუწია გადადგომა, ამაზე თითქოს პასუხისმგებლობაც კი აიღო მაშინ და ახლა პარტიის თავმჯდომარედ ასეთი ადამიანი შეარჩია. მაშინ მოუწია მისი გაწირვა და ახლა ამ ბოღმას გვიზღავს - აქ ჩანს საზოგადოებას როგორი სახიფათო და საზიანო მოვლენასთან გვაქვს საქმე მისი და მისი გარემოცვის სახით მთელი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ივანიშვილს, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ კონტროლის ხელიდან გაშვებას აპირებს, ერთადერთი რაც შეიძლება ვიფიქროთ, გარკვეული პანიკის ნიშანი არის ეს, ის ხვდება თავის ოლიგარქიული ყნოსვით პოლიტიკურად როგორი უგუნურიც არ უნდა იყოს, ხედავს რა სარისკო სცენარებია მისთვის პირადად და პასუხისმგებლობას ირიდებს მომავალში ამ შესაძლო სცენარებისგან, ოღონდ ცდება, ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას,“- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილი ცდილობს არჩევნებს აზრი დაუკარგოს და საზოგადოებას წაართვას არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის უფლება, რაც ძალიან სახიფათოა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებაში ვადამდელი არჩევნებია, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ წნეხით მიიღწევა.

„ყველა ლეგიტიმური მეთოდით ქვეყნის შიგნით საზოგადოების და ქვეყნის გარეთ მეგობრების წნეხით ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას, რადგან ამის ალტერნატივა ძალიან სახიფათოა. თავისუფალი სამყარო ყოველთვის საბოლოო ჯამში სხვადასხვა ინტენსივობით, მაგრამ მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფლებას, მათი მორალური და პრაგმატული ინტერესია, რომ აქ იყოს ძლიერი დემოკრატია, ამ ამოცანის მისაღწევად სწორედ ვადამდელი არჩევნებია ერთადერთი გამოსავალი,“- განაცხადა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
1234   (17.01.2021)
ბოზი ბოზს ... ამის საქმე ასეა. რუსეთის მიერ მოწყობილ და მხარდაჭერილ ორ გადატრიალებაში მონაწილე რომელიც ავტომატით ამხობდა ეროვნულ, არჩეულ ხელისუფლებას სხვას არ უნდა აძახებდს რუსი დეპუტატის პარლამენტში მიწვევას. ჩაიხედე სარკეში, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ. რუსების შექმნილი და ხელისფლებაში მოყვანილი მოქკავშირის ხელისუფლების ყოფილი წევრი, და შემდეგ უკვე ალასანია მისი დისშვილის კგბ-ს კლანის ხელის ბიჭი, რომელსაც ეხლა უკვე კრიმინალი კეზერა აფინანსებს. პატარა ბავშვები შეიძლება მოატყუო დაუმალო ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, მაგრამ დანარჩენ საქართველოს რას ეტყვი. აბა ეხლა, ვისი რეზიუმეა უკეთესი, შენი თუ კობახიძის? თანაც შენგან განსხვავებით კობახიძე გაიზარდა, და სოლიდურ პარტიულ ორგანიზატორად ჩამოყალიბდა. შენ? თუ ბოლო არჩევნების შედეგებს გავითვალისწინებთ პოლიტიკას საერთოდ უნდა ჩამოშორდე.

სამადაშვილის ფანი   (17.01.2021)
კლოუნი თავად ხარ, ჩაიხედე სარკეში. როგორ შეიძლება სხვას ამასხარავებდე 1991-1992 წლების ავტომატიანი ყაჩაღი? საერთოდ როგორ უნდა იყო პოლიტიკაში? მაგრამ სირცხვილის გრძნობა დაკარგული გაქვთ ზოგიერთს. ან რა ადამიანი ხარ, ყველაფერს მიშას რომ აბრალებ?

ИНЦИТАТУС   (17.01.2021)
К-но Кекелиа! Саидан моитанет ром клоуни русулиа? титон жгерадоба миутитебс ситквис цармошобас.

***   (17.01.2021)
არც შენა ხარ ნაკლები კლოუნი


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )