რეზონანსი
17.01.2021

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის გაცნხადებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს.

მისი განცხადებით, 90%-ით დარწმუნებულია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებს

“არ ვიცი როდის, მაგრამ გიორგის ვხვდებით ნამდვილად და ალბათ თაკო ჩარკვიანსაც იმიტომ, რომ ეთერებში ვხვდებით ერთმანეთს და პოზიციები აშკარად არის შესაჯერებელი. სინამდვილეში, გიორგიმ იცის რაზეც უნდა ველაპარაკოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ის მედია საშუალებებსაც ადევნებდა თვალს და ვფიქრობ, გიორგი მომზადებული იქნება ამ საუბრისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ერთად ისეთი გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება არამარტო ჩვენთვის, კონკრეტულად ორი ან სამი პარტიისთვის, არამედ მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის ქვეყანაში. ანუ ჩვენ ისეთი გადაწყვეტილება უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, რომელზეც კონსესუსი იქნება, ჩვენ არ გვაქვს ესეთი საუბარი, რომ მოდი, ვიღაც შევიდეს და მიზანი ჩვენი ურთიერთობის ჩვენს კოლეგებთან თუ “ქართული ოცნებასთან” არ არის ის, რომ ვინმე შევიდეს პარლამეტში, საუბარია იმაზე, რომ ჩვენს შორის შესაძლებელი გახდეს საუბარი და ამ საუბრის შედეგად მივიდეთ ხოლმე შეთანხმებამდე, რისი პრაქტიკაც აქამდე არ გვქონია, მაგრამ ჩემი აზრით, თუ როდისმე გვქონია ამის საჭიროება ეს არის დღეს და ამას ვცდილობთ ალეკოსთან ერთად და ეს მოვილაპარაკეთ - ის კი არა, რომ ვთქვათ ალეკოს რაღაც აკმაყოფილებს და ის ამის გამო პარლამენტში შევა ან “გირჩს” რაღაც უნდა. ჩვენ რაც გვინდა იმისთვის, გასაგებია, რომ ტექნიკურად საჭიროა, რომ ყველა შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის, რომ პარლამენტი იყოს და იმისთვის, რომ იქ არც “ქართულ ოცნებას” ჰქონდეს მორალური პრობლემა, რომ ვიღაცამ აჯობა და არც ოპოზიციას ჰქონდეს პრობლემა, რომ ვიღაცამ შეათრია ან მოისყიდა - საჭირო არის საზოგადოებისთვის გასაგები შეთანხმების მიღება და ისე რაღაც ახალი პროცესის დაწყება. თუ ეს შევძელით, ყველანი ვიქნებით ბედნიერები, თუ ეს ვერ შევძელით გამოჩნდება, რატომ ვერ შევძელით და ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებისთვის გასაგები გახდება პოლიტიკურ ველზე პარტიების მიზნები და ამოცანები”,- აღნიშნა მან.

მეგრელიშვილის თქმით, შეთანხმება საჭიროა, რათა თუ ვადამდელი არჩევნები გახდა საჭირო, ამისთვის ცესკოც უკვე შეცვლილი უნდა იყოს.

„რა საკითხებიც ახლა მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს, ფაქტობრივად, 1 საკითხი არის მთავარი პრობლემა - ეს არის რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად ჩვენ ოპოზიციამ ხელისუფლებას შევთავაზეთ პლებისციტი, რომელიც უნდა ჩატარებულიყო შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რაზე “ქართული ოცნება” კატეგორიულად არ თანხმდებოდა. ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ ვინაიდან ყველა ოპოზიციური პარტია მაინც აპირებს თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მოდით ეს თვითმართველობის არჩევნები გამოვიყენოთ ტესტად, როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი. თუ აღმოჩნდა რომ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შემოდგომაზე “ქართული ოცნების” რადიკალურად საწინააღმდეგოდ შეიცვალა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ან 2020 წელსაც მოიპარა “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები და მართლაა ჩასატარებელი არჩევნები ან მეორე ამბავი - ბოლო-ბოლო ლიდერები დაკარგეს პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოში, განსაკუთრებით ბოლოს ბიძინა ივანიშვილის წასვლა, ნუთუ ეს არ შეცვლის სიტუაციას ქვეყანაში?! Ხომ შეიძლება სულ სხვა მიზეზების გამო გახდეს საჭირო ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ამიტომ არის შეთანხმება საჭირო, რომ თუ ვადამდელი არჩევნები გახდა საჭირო ამისთვის უკვე ცესკოც შეცვლილი უნდა გვქონდეს და სხვა რეფორმებიც ჩატარებული უნდა გვქონდეს, რათა კიდევ არ გამოვიდეთ და არ ვთქვათ, რომ არჩევები გაყალბდა”, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )